3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" "რეალის" ვარსკვლავის ტრანსფერთან 1 ნაბიჯში იყო
"ბარსა" "რეალის" ვარსკვლავის ტრანსფერთან 1 ნაბიჯში იყო

"ბარსელონა" მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი შემტევის, როდრიგო გოეშის ხელში ჩაგდებასთან ერთ ნაბიჯში იყო, - ირწმუნება SPORT.

როდრიგო "სამეფო კლუბმა" ბრაზილიური "სანტოსიდან" 2019 წელს შეიძინა. "შავ-თეთრებმა" ახალგაზრდა გარემარბში 45 მილიონი ევრო აიღეს.

SPORT-ის თქმით, როდრიგო "რეალში" იმიტომ აღმოჩნდა, რომ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი საქმეში უკანასკნელ წამს ჩაერთო და როგორც ფეხბურთელს, ასევე მის აგენტს, 8-8 მილიონი ევრო შესთავაზა კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ.

ამ ამბებს თავად 22 წლის ვარსკვლავიც იხსენებს.

"რეალში" გადასვლამდე, "ბარსელონასთან" სრულად ვიყავი შეთანხმებული. შემდეგ კი მოულოდნელი რამ მოხდა. "რეალიდან" შეთავაზებას არ ველოდი. 

ამის მერე ორ გუნდს შორის მქონდა არჩევანი გასაკეთებელი. ეს საკმაოდ იოლი იყო," - თქვა როდრიგომ.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის მონაგარი 10 გოლსა და 6 საგოლე გადაცემას შეადგენს.


Facebook კომენტარები