2 წლის და 6 თვის წინ
გავის გარეშე და 2 "ბარსელონელით" - ოქროს ბიჭუნა 2023-ის ფინალისტები
გავის გარეშე და 2 "ბარსელონელით" - ოქროს ბიჭუნა 2023-ის ფინალისტები

2023 წლის ოქროს ბიჭუნას ჯილდოს 20 ფინალისტის სია ოფიციალურად გამოქვეყნდა:

1- ჯუდ ბელინგემი (რეალი)

2- ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა)

3- ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

4- ჩავი სიმონსი (ლაიფციგი)

5- ანტონიო სილვა (ბენფიკა)

6- ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი)

7- ბენჟამინ სესკო (ლაიფციგი)

8- ჯორჯო სკალვინი (ატალანტა)

9- რასმუს ჰოილუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

10- ლევი კოლვილი (ჩელსი)

11- იოჰან ბაკაიოკო (პსვ)

12- მილოშ კერკეჟი (ბორნმუთი)

13- არტურ ვერმეერენი (ანტვერპენი)

14- ევან ფერგიუსონი (ბრაიტონი)

15- ლუკას გურნა-დოუ (ზალცბურგი)

16- ვარენ ზაირ-ემერი (პსჟ)

17- უსმან დიომანდე (სპორტინგ ლისაბონი)

18- არნაუ მარტინესი (ჟირონა)

19- მატიას ტელი (ბაიერნი)

20- ენდი დიუფი (ლანსი)

ამ 20 ფინალისტს Tuttosport-მა კიდევ 5 ახალგაზრდა დაუმატა, რომლებსაც ე.წ. ვაილდ ქარდი გადასცა:

1- არდა გიულერი (რეალი)

2- ბილალ ელ ხანუსი (გენკი)

3- მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები)

4- ჟოაუ ნევეში (ბენფიკა)

5- ლამინე იამალი (ბარსელონა)

"ბლაუგრანას" ნახევარმცველი, პაბლო გავი, რომელიც ასაკობრივ კრიტერიუმს ისევ აკმაყოფილებს, ფინალისტთა სიაში ვერ მოხვდა. მიზეზი მარტივია - პაბლო ამ ჯილდოს მოქმედი მფლობელია. რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგებს, მათ შეეძლებათ, რომ თავიანთ წარმომადგენლებს მაინც უგულშემატკივრონ. ფინალში კატალონიურ გრანდს ალეხანდრო ბალდე და ლამინე იამალი წარადგენენ.


Facebook კომენტარები