logo

4 ცნობილი და 2 უცნობი პერსონა - როგორია მესის სამეგობრო წრე(ფოტოები)

4 ცნობილი და 2 უცნობი პერსონა - როგორია მესის სამეგობრო წრე(ფოტოები)

თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი იდეალური აქვს, ერთ-ერთი უპირველესი, უდავოდ, ლეო მესია. ბრწყინვალე ოჯახი, შესანიშნავი კარიერა, ელეგანტური ცხოვრების წესი, რომ არაფერი ვთქვათ შინაურ ცხოველებსა და სხვა ფუფუნებაზე. 

გარდა ამისა, "ლა პულგას" შეუძლია, იამაყოს თავისი ფართო სამეგობრო წრით, რომელიც ბევრი ცნობადი ადამიანის გარდა, შედარებით ნაკლებად ცნობილი პირებისგანაც შედგება. 

სანამ სეზონი შეჩერებულია, გადავხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მესისთან ყველაზე ახლოს არიან საფეხბურთო ან არასაფეხბურთო ცხოვრებაში. 

1. სერხიო აგუერო

2008 წელს ოლიმპიური ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ ლეო და სერხიო განუყრელი მეგობრები არიან. "სიტის" ვარსკვლავის შესახებ გამოქვეყნებული წიგნის შესავალში მესი აღნიშნავდა, რომ აგუერო მისთვის ძმასავითაა. 

ლეოსა და სერხიოს ნათესაური ურთიერთობაც აკავშირებთ - "ლა პულგა" აგუეროს შვილის ნათლიაა. 

2. ლუის სუარესი

"ბარსელონაში" მოსვლის დღიდან "ელ პისტოლერომ" ყველაზე ახლო ურთიერთობა სწორედ ლეოსთან დაამყარა. ყველამ ვიცით ურუგვაელის ფეთქებადი და რთული ხასიათის შესახებ, თუმცა მესიმ შესანიშნავად მოახერხა მასთან შეწყობა და ერთად უამრავ წარმატებასაც მიაღწიეს.

"ბარსას" შემტევმა დუომ გასულ ზაფხულს საერთო იახტაც შეიძინა, სადაც ოჯახებთან ერთად ისვენებდნენ. აქვე გეტყვით, რომ ლეოსა და ლუისის მეორე ნახევრებს საერთო ფეხსაცმლის ქსელიც აქვთ შექმნილი.

3. სესკ ფაბრეგასი

მესი და სესკი "ლა მასიაში" დიდი ხნის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ, 2011 წელს კი ესპანელი "ბარსელონას" დაუბრუნდა და მათი ურთიერთბა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. სწორედ სესკი იყო მესამე, ვინც ლეოსა და ლუისთან ერთად იახტაზე ისვენებდა.

4. დანი ალვეში

მესის ბრაზილიელთან გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე თავად "ლა პულგაც" ბევრს საუბრობდა, რაც, როგორც წესი, მას არ ახასიათებდა. "ბარსელონას" ზეობის პერიოდში მესისა და დანის დუეტი მარჯვენა ფლანგს აწიოკებდა. ისინი მოედანზეც და მის გარეთაც უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. 

ახლა ვისაუბროთ იმ პირების შესახებ, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილნი არიან.

5. პინტო

ხოსე მანუელ პინტო "ბარსელონაში" 2008-14 წლებში თამაშბდა და მუდმივად ვიქტორ ვალდესის შემცვლელი იყო, თუმცა მას მაინც ახლო ურთიერთბა ჰქონდა ლეოსთან. იყო ცნობები, რომ სწორედ "ლა პულგასთან" სიახლოვის გამო რჩებოდა პინტო კლუბში.

მიუხედავად იმისა, რომ მან "ბარსასთან" ერთად არაერთი ტიტული მოიპოვა, ლეოს სხვა მეგობრებთან შედერაბით, მაინც ნაკლებად ცნობილია.

2. დიეგო ვალეხოსი

ვალეხოსმა გაიხსენა, რომ მან და ლეომ ერთად ისწავლეს ველოდიპედით სეირნობა, ამასთან მათ ქუჩაში არსებული წყლის ტუმბოებიც გადაყარეს. როდესაც ბავშვობაში ასეთ რამეს ერთად სჩადიან ადამიანები, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება მათი მეგობრობა.

ანტონელა როკუცო

და ბოლოს, არ შეიძლება, არ ვახსენოთ ანტონელა როკუცო, რომელიც, მესისთვის, მეუღლეობასთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ისინი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და 2010 წლიდან ერთად არიან. ანტონელა "ლა პულგას" ყოველთვის მხარში ედგა და დიდ როლს ასრულებდა მესის წარმატებებში. 

მათ სამი შვილი ჰყავთ: ტიაგო, მატეო და ჩირო. 2017 წელს ლეო და ანტონელა ოფიციალურად გახდნენ ცოლ-ქმარნი.


6 თვის წინ
2722 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ