logo

კრაუჩმა მესის აჯობა [ვიდეო]

როგორც მოგეხსენებათ, სოციალური ქსელი წალეკა ახალმა ჩელენჯმა, რომლებშიც სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის რულონს ფეხით კენწლიან.

კორონავირუსის გავრცელების გამო გასართობის გარეშე დარჩენილი სპორტსმენები ამით თავს დიდებულად იქცევენ და თავიანთ მიღწევებს გვიზიარებენ.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის ვიდეომ, რომელმაც რულონი 19-ჯერ აკენწლა.

"ლა პულგას" ოსტატობას გადაამეტა ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, რომელმაც ეს 22-ჯერ გაიმეორა და ლეოს შედეგის გაუმჯობესებას პოსტიც მიუძღვნა.

"ყოველთვის ღრმად გახლდით დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში.

ორივეს ვიდეოს ხელახლა ვუყურე და დავაფიქსირე, რომ პატარა მაესტრო კენწვლის დროს ორივე ფეხს იყენებდა, მე კი მარცხენა ფეხს მხოლოდ საყრდენად ვიყენებდი. გარდა ამისა, მესიმ კენწვლა დარტყმით დაასრულა, მე კი კარმა ლამის მომჩეხა." - დაწერა ახმახმა ინგლისელმა.

1 კვირის წინ
268 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ