2 წლის და 10 თვის წინ
რატომ ჩაიშალა რაშფორდის "ბარსელონაში" ტრანსფერი
ავტორი
Aa
"ბარსელონა" 2019 წელს მარკუს რაშფორდის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო, - წერს Mundo Deportivo.
ინგლისელ თავდამსხმელს "ბლაუგრანასთან" ჯერ წინასწარი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, რის საფუძველზეც გუნდს 2020 წელს შეუერთდება.
მიუხედავად ამისა, მარკუსმა ბოლოს მაინც "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა გადაწყვიტა. ინგლისელმა "წითელ ეშმაკებთან" გაახანგრძლივა კონტრაქტი, რადგან "ბარსაში" გადაბარგებისთვის თავს მზად არ მიიჩნევდა.
რაშფორდი მაშინ სულ 22 წლის გახლდათ და ბუნებრივია, ახალი გამოწვევების მიღებას უფრთხოდა.
"ემიუს" ათიანი "ბარსას" ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათიდან დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ რაშფორდი კატალონიელთათვის მთავარ ხიფათს წარმოადგენს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი