logo

გუნდი, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებდა - 11 შეფიცული

გუნდი, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებდა - 11 შეფიცული

რა მოხდებოდა, კორონავირუსი საფეხბურთო გუნდი რომ ყოფილიყო? ის, რასაც მთელი პლანეტა ებრძვის, უკვე ძალიან გამაღიზიანებელი ხდება და სასწრაფოდაა საჭირო იმ 11 გმირის გამოჩენა, რომელიც თავის თავზე აიღებს მის დამარცხებას.

Tribuna.com-მა შემოგვთავაზა 11 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი, რომელიც კორონავირუსის დასამარცხებლად გამოდგებოდა:

მეკარე: მანუელ ნოიერი

ძელებს შორის "ბაიერნის" სუპერმეკარე დგას. შეიძლება, მანუს საუკეთესო წლები უკვე წასულია, მაგრამ იგი არც კი შეყოყმანდება, თუ კორონავირუსის საჯარიმოში გახდა ჩასვლა საჭირო გოლის გასატანად. 

მარცხენა მცველი: ჯეიმს მილნერი

"ლივერპულის" ბანდა აქ არის და მას ჯეიმსი კაპიტნობს! მსოფლიოში არსებული ვირუსების მოსასპობად ჯეიმსის ერთი მზერაც საკმარისია. დაცვისთვის მეტი სოლიდურობის შესამჩნევად ის მარცხენა ფლანგზე გავამწესეთ.

ცენტრალური მცველი: ვირჯილ ვან დეიკი

"You shall not pass" - აი, რას ეუბნება ვირჯილი თავის მეტოქეებს ბოლო რამდენიმე სეზონის მანძილზე.

ზედიზედ 70 მატჩის მანძილზე ვან დეიკს ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ატყუებდა. ეს მესიმაც კი ვერ შეძლო.

დატოვეთ ეს საშინელი ვირუსი ვირჯილთან მარტო!

ცენტრალური მცველი: სერხიო რამოსი

თუ კოვიდ ცხრამეტი ხარია, მაშინ სერხიო ტორეადორია! ესპანელი მატადორი უზრუნველჰყოფს, რომ ნოიერის კარს საფრთხე არ დაემუქროს. გარდა ამისა, ის გადამწყვეტ გოლებშიც საუკეთესოა.

მარჯვენა მცველი: აარონ ვან ბისაკა

აარონი მოწინააღმდეგებთა კონტაქტში დიდებულად შედის. თუ კორონავირუსი მარჯვენა ფლანგიდან გადაწყვეტს შეტევას, ვან ბისაკა მას ადგილზე დასცემს!

საყრდენი ნახევარმცველი: მარკო ვერატი

რთულია სათვალავში არ ჩააგდო იტალიელები, როცა კორონას ებრძვი. ყოველ 90 წუთში მარკო სამ ვარნას ასრულებს და ბუნებრივია, რომ არც კოვიდ 19-ს დააყენებს კარგ დღეს.

ცენტრალური ნახევარმცველი: ნგოლო კანტე

ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი მსოფლიოში? კარგი, შეიძლება, მაგრამ მოედანზე ის ნამდვილი პიტბული ხდება! 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ერთადერთია პლანეტაზე, ვინც COVID19-ზე უფრო სწრაფად გადაადგილდება.

ცენტრალური ნახევარმცველი: რაჯა ნაინგოლანი

მოდი, ნახევარდაცვის ნამდვილი ლიდერი ავირჩიოთ! რაჯა ნაინგოლანი - ფიზიკურად ძლიერი შუახაზელი, რომელმაც გოლის გატანაც იცის, ასისტიც გაკეთებაც, ქიციც და ქიცმაცურიც.

რაჯას შემხედვარე რწმუნდები, რომ ვირუსი თვითიზოლაციაში უფრო მოექცევა, ვიდრე მასთან შეხვედრას ისურვებს.

მარცხენა გარემარბი: კრიშტიანუ რონალდუ

დიდი მატჩების მეფე ასეთ ჯახს ვერ გამოტოვებდა. გარანტიას გაძლევთ, რომ კორონასთან ფინალში ის დუბლს შეასრულებს.

მარჯვენა გარემარბი: ლიონელ მესი

COVID19-ს დაცვაში ლეო დიდ არეულობას შეიტანს. თავდამსხმელებს არგენტინელი საოცარი პასებით მოამარაგებს, საჯარიმო დარტყმებიდან კი კორონავირუსის კარს ამოავსებს!

ცენტრფორვარდი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი 

მაკრატელები, ქუსლით დარტყმები, რაბონა... ზლატანს არსენალში უამრავი იარაღი აქვს და შვედს არცერთის გამოყენება არ დაენანება.

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

"არსენალის" თავკაცმა კორონავირუსი ერთხელ უკვე დაამარცხა და მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება.

იხილეთ სრული გუნდი:


2 თვის წინ
1703 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ