2 წლის და 6 თვის წინ
დაზიანების გამო! - ალეხანდრო ბალდემ ესპანეთის ნაკრების შეკრება დატოვა
დაზიანების გამო! - ალეხანდრო ბალდემ ესპანეთის ნაკრების შეკრება დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში შინ შოტლანდია მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “ბარსელონას” ახალგაზრდა მოთამაშე ალეხანდრო ბალდე გაიყვანა და მის ნაცვლად ფრან გარსია შემოიყვანა.

საქმე იმაშია, რომ ბალდემ დაზიანება მიიღო რის გამოც მას ნაკრების დატოვება და “ბარსელონაში” დაბრუნება მოუწევს.

შედეგად, “ბარსელონას” ლაზარეთი კიდევ უფრო გაიზარდა.


Facebook კომენტარები