პიერ-ემერიკ ობამეიანგის "ბარსელონაში" დაბრუნების შესახებ საუბარი არ წყდება.
ამჯერად SPORT გამოირჩა, რომელმაც შეგვატყობინა, რომ გაბონელ თავდამსხმელს "ბლაუგრანაში" დაბრუნება ძალიან უნდა.
წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი ყურადღებით იქნება იმ შემთხვევაში, თუ ობა "ჩელსის" დატოვებას გადაწყვეტს.
33 წლის შემტევის "ბარსაში" გადაბარგებას ბევრი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ელოდა. ამაზე ჩავი ერნანდესიც თანახმა იყო, თუმცა ლა ლიგის რეგულაციებმა კლუბს ტრანსფერის განხორციელების საშუალება არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკი "ბლაუგრანამ" "არისტოკრატებს" გასულ ზაფხულს მიჰყიდა. სანაცვლოდ კატალონიელებმა 12 მილიონი ევრო და მარკოს ალონსო მიიღეს.
ობამეიანგს "ჩელსიში" საქმეები ძალიან ცუდად წაუვიდა. იგი ამოიღეს ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდანაც. მიმდინარე სეზონში გაბონელის მონაგარი 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.