2 წლის და 5 თვის წინ
ვინ როდის ბრუნდება - "ბარსას" ტრავმირებულების ამბავი
ვინ როდის ბრუნდება - "ბარსას" ტრავმირებულების ამბავი

ესპანურმა SPORT-მა "ბარსელონას" ტრავმირებულთა დაბრუნების სავარაუდო თარიღები შემოგვთავაზა.

წყაროს თანახმად, რაფინია გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე განაახლებს. მაშასადამე, ბრაზილიელი შემტევი პირველი იქნება, რომელიც ლაზარეთს დატოვებს.

რაც შეეხებათ ალეხანდრო ბალდესა და ლამინე იამალს, შანსი იმისა, რომ მათ დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ ითამაშონ, საკმაოდ დიდია, მაგრამ ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩისთვის განაცხადში ყოფნა გაუჭირდებათ.

ყველაზე დიდ პრობლემას კლუბი რობერტ ლევანდოვსკისა და ფრენკი დე იონგთან დაკავშირებით აწყდება.

SPORT წერს, რომ პოლონელისა და ნიდერლანდელის "ელ კლასიკოში" მონაწილეობა 90-95%-ით გამორიცხულია. მათი გამოჯანმრთელების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება უდიდესი შეცდომა იქნება, რასაც კატალონიურ გრანდში არ დაუშვებენ.

პედრი გონსალესზე კი დღეს უკვე ითქვა, რომ იგი "რეალის" წინააღმდეგ (28 ოქტომბერს) ჩასატარებელ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.


Facebook კომენტარები