1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონა" სამსაჯო კომიტეტის შეფს ფულს უხდიდა - საქმის დეტალები
"ბარსელონა" სამსაჯო კომიტეტის შეფს ფულს უხდიდა - საქმის დეტალები

"ბარსელონამ" 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა ლა ლიგის ყოფილ არბიტრს, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას 2016-2018 წლებში, - იუწყება Cadena Ser.

იმ დროისთვის, ნეგრეირას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სამსაჯო ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. პოსტზე მან 1994-დან 2018 წლამდე იმუშავა.

AS-ის თქმით, ჯამში 1.392 მილიონი ევრო დაიხარჯა. გამოცემის მიხედვით, "ბლაუგრანაში" უნდოდათ ცოდნოდათ, რომ მსაჯები ნეიტრალურად უდგებოდნენ თამაშებს. ტექნიკური კომიტეტის წევრის კომპანიისთვის გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, "ბარსა" ერთგვარ საკონსულტაციო მომსახურებას იღებდა.

"ბარსაში" ასევე მისდიოდათ ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ფეხბურთელები კონკრეტული რეფერის განსჯილ მატჩებში. გარდა ამისა, რაპორტები იწერებოდა შედარებით დაბალ დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელების შესახებაც.

"ბარსელონამ" მალევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიო ფეხბურთში და სკანდალური აქ არაფერია. 

"ბოლო ცნობები, რომ "ბარსელონამ" მსაჯს ფული გამოძიებისთვის გადაუხადა? კულეებო, დამთხვევა არაა, რომ ეს ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როცა "ბარსა" ლა ლიგაში კარგად თამაშობს. ჩვენ მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რომ ჩვენი კლუბი დავიცვათ," - ეს "ბარსას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას სიტყვებია.


Facebook კომენტარები