3 წლის წინ
"ბარსამ" ალვარესს დაუმიზნა - რა თანხა დაჯდება არგენტინელი
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ხულიან ალვარესს აკვირდება, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, დავიდ ბერნაბეუ რევერტერი.
წყაროს თანახმად, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი ჩავი ერნანდესს ძალიან მოსწონს. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ალვარესს რობერტ ლევანდოვსკის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
SPORT ასევე აღნიშნავს, რომ ხულიანის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა; თანხა, რომელიც კატალონიელთათვის ხელმისაწვდომი გახლავთ.
ცნობისთვის, 23 წლის შემტევით "ბარსა" ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როცა იგი "რივერ პლეიტის" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო ბრძოლა, სადაც მრავალი ევროპული გრანდი გახლდათ ჩართული, მაშინ "ქალაქელებმა" მოიგეს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში არგენტინელის ანგარიშზე 6 გოლი და 5 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი