2 წლის და 3 თვის წინ
“ბარსელონა” ჯამალ მუსიალას აკვირდება
“ბარსელონა” ჯამალ მუსიალას აკვირდება

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში მიუხნენის “ბაიერნის” შემტევის, ჯამალ მუსიალას შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” მუსიალას შეძენით ინტერესდება. “ბლაუგრანას” სკაუტები გერმანელ შუახაზელს აქტიურად ადევნებენ თვალს.

რომან ინფორმაციით, მუსიალას შეძენა ასევე მადრიდის “რეალსა” და პრემიერ ლიგის გუნდებს უნდათ.

ცნობისთვის, მუსიალამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები