2 წლის და 3 თვის წინ
გიჟური იდეა! - რას გეგმავს “ბარსელონა” დე იონგთან დაკავშირებით
გიჟური იდეა! - რას გეგმავს “ბარსელონა” დე იონგთან დაკავშირებით

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Sport სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ავრცელებს.

ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით “ბარსელონა” მზად არის, რომ ფრენკი დე იონგს უვადო კონტრაქტი შესთავაზოს.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნიდერლანდელი მოთამაშე მომდევნო ორი წლის განმავლობაში ხელფასს შეიმცირებს.

ცნობისთვის, “ბარსელონას” მსგავსი შემთხვევა აქამდეც ჰქონია. “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 2017 წელს ანდრეს ინიესტას გაუფორმეს უვადო კონტრაქტი.


Facebook კომენტარები