როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელით, ხულიან ალვარესითაა მოხიბლული.
ამასთან დაკავშირებით დღეს Sport-მა დამატებითი დეტალები გაგვაცნო.
წყაროს თანახმად, "ბარსა" ალვარესის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ გუნდის წინა ხაზში დიდი ცვლილებები განხორციელდება - ხელფასების შემცირებასა და ვარსკვლავების გაყიდვაში გამოხატული.
"ბლაუგრანაში" ამაზე ფიქრობენ, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ფაქტორების დამთხვევაზე იქნება დამოკიდებული.
23 წლის შემტევს "ბარსას" პროექტი და სამწვრთნელო შტაბი ძალიან მოსწონს.
აღსანიშნავია, რომ კატალონიურ გრანდს ხულიანის დამატების მცდელობა ადრეც ჰქონია. "ბარსელონა" არგენტინელი იჯარა+გამოსყიდვის უფლების ფორმულით იმატებდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
Sport-ის თქმით, "სიტის" ვარსკვლავის შეძენით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული. "სამეფო კლუბს" საამისო ფინანსური სახსრები ნამდვილად გააჩნია