2 წლის და 2 თვის წინ
გიუნდოგანის მიზანი ნათელი იყო! - რა გააკეთა გერმანელმა ფეხბურთელმა
გიუნდოგანის მიზანი ნათელი იყო! - რა გააკეთა გერმანელმა ფეხბურთელმა

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გერმანელი შუახაზელი, ილქაი გიუნდოგანი დაიმატა.

გავლენიანი სპორტულო სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” 32 წლის გერმანელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ბოლომდე შეეცადა, თუმცა ამაოდ. 

ილქაის მიზანი ზაფხულში “ბლაუგრანაში” გადასვლა გახლდათ და მისი წადილიც ასრულდა. გიუნდოგანმა ინგლისური გუნდის რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, ილქაი გიუნდოგანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები