logo

ჩავის გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

ჩავის გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი ყატარულ "ალ-სადში" სამწვრთნელო საქმიანობას საკმაოდ კარგად აგრძელებს.

ყატარის ჩემპიონატის ეგიდით "ალ-სადი" "ალ არაბის" დაუპირსპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 გაანადგურა.

შეხვედრაში ანგარიში მარკ მუნიესამ (აღსანიშნავია, რომ იგი "ბარსას" აღზრდილია) გახსნა და "ალ არაბი" დააწინაურა, თუმცა ჩავის "ალ-სადმა" ამის შემდეგ ოპონენტს 6 უპასუხო ბურთი გაუტანა. გოლები რო რომ, ბუნეჯამ (2), ალ ჰაიდოსმა (2) და აკრამ აფიფმა გაიტანეს.

"ალ-სადი" თერთმეთი ჩატარებული მატჩის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება, რაც აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა. პირველ ადგილზე "ალ-დუჰაილია", ხოლო მეორეზე - "ალ რაიანი".

გასათვალისწინებელია, რომ "ალ-სადის" ეს შედეგი კიდევ უფრო დასაფასებელი არის იმის გათვალისწინებით, რომ ჩავის გუნდს სხვებზე ერთით ნაკლები მატჩი ("ალ ხორის" მსგავსად) აქვს ჩატარებული, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობოთაა განპირობებული. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "ალ-სადმა" ახალი კალედონიის წარმომადგენელი "ჰეინგენე" 3:1 დაამარცხა, თუმცა შემდეგ მექსიკურ "მონტერეისთან" (2:3) და ტუნისურ "ესპერანსე ტუნისთან" (2:6) წააგო.

შეგახსენებთ, "ალ-სადმა" ცოტა ხნის წინ ყატარის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, "ალ-გარაფა" 5:1 დაამარცხა.

ჩავის გუნდის მატჩები, ხშირ შემთხვევაში, უხვგოლიანი გამოდის.

4 თვის წინ
488 / 0
გიორგი ჩანგელია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ