როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ზეგ ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩს ჩაატარებს და შინ ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ჩავი ერნანდესის ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"ატლეტიკთან" რთული შეხვედრა გველოდება. ეს მამაცი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ვალვერდეს მაღალი პრესინგი უყვარს და მათ სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს. ჩვენ მნიშვნელოვანი დანაკლისიც გვაქვს, თუმცა ეს თავის გასამართლებლად არ გამოდგება."
"დასვენება სანაკრებო მატჩებში ნათამაშები ფეხბურთელებისთვის? ვეცდებით, რომ მოთამაშეებმა ძალები აღიდგინონ და იმ გზაზე დავდგეთ, რომელსაც კარგად მივყვებოდით."
"ტრავმირებულები? ყველაფერი წინააღმდეგობას, განვითარებასა და ენთუზიაზმით თამაშს მოაქვს. ეს ერთგვარი გამოწვევაა და მას ნაბიჯ-ნაბიჯ შევასრულებთ. ჯერ კვირაზე უნდა ვიფიქროთ. არ შეგვიძლია "კლასიკოზე" ან "შახტართან" მატჩზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, მეტ ფეხბურთელს დავკარგავთ თუ დავიბრუნებთ, გვინდა, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი."
"ტრავმებს განრიგი და ხანდახან უიღბლობა იწვევს. გვქონდა ორი კოჭის ტრავმა; მუხლის დაზიანება, როცა გავი კუნდეს დაეცა... ფეხბურთელები თვითონ გვეტყვიან, როდის იქნებიან სათამაშოდ მზად. ძალას არავის დავატანთ."
"იქნებიან არაუხო, ლამინე და ბალდე ხელმისაწვდომნი თუ არა? კი, 100%-ით."
"ლიდერისგან 3 ქულა გვაშორებს. მესამე პოზიციაზე ვართ. იმ მატჩებში, რომლებიც ფრედ დავასრულეთ, ქულები არ უნდა დაგვეკარგა. მთელი ყურადღება კვირისკენ გვაქვს მიმართული."
"ნაჩოსთვის შემსუბუქებული დისკვალიფიკაცია? როცა ლევანდოვსკი თავის ცხვირს შეეხო, ასეთი რამ არ მომხდარა. როგორც უკვე ვთქვი, ფაქტი გამაკვირვებელია."
"როცა "ბარსელონა" კარგად გამოიყურება, ჩვენ ყოველთვის ზედმეტად ბევრ არასპორტულ საკითხზე გვიწევს ლაპარაკი. მაგალითად, ჩემი ფეხბურთელობისას დოპინგის გამოყენებას გვაბრალებდნენ. ეს სოციოლოგიური მადრიდიზმია."
შეგახსენებთ, რომ კატალონიურ-ბასკური დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.