"ბარსელონას" ლეგენდის, ლუის სუარესის მომავალი ბურუსითაა მოცული.
ურუგვაელ ცენტრფორვარდს ბრაზილიურ "გრემიოსთან" კონტრაქტი 2024 წლის დეკემბერში ეწურება, თუმცა ლუისმა უკვე გამოაცხადა, რომ "შავ-ლურჯებს" დაგეგმილზე 1 წლით ადრე დაემშვიდობება.
Tribuna.com გვთავაზობს 2 ვარიანტს იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ელ პისტოლერო".
1. კარიერის დასრულება
სუარესმა ცოტა ხნის წინ გვითხრა, რომ მუხლის ტკივილით იტანჯება და ბუცების ლურსმანზე დაკიდებას განიხილავს. არ გამოვრიცხოთ, ურუგვაელმა ეს ახლავე გააკეთოს. ლუისის კარიერის დასრულების ალბათობას Tribuna.com-ი 58%-ით განსაზღვრავს.
2. "ინტერ მაიამი"
მას შემდეგ, რაც ფლორიდაში ლიონელ მესი გადაბარგდა, დევიდ ბექჰემის კლუბს სუარესსაც უკავშირებენ. "ინტერის" თავკაცმა, ტატა მარტინომ გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონს ურუგვაელთან ერთადაც გეგმავენ და მის გარეშეც, რაც ტრანსფერის განხორციელების შანსს ცხადყოფს.