3 წლის და 6 თვის წინ
რაფინია: “რთულ თამაშს ველოდები”
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ევროპა ლიგის 1/16 ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ “ბარსელონას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რაფინიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
“რთულ თამაშს ველოდები, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოტივაციაა სათამაშოდ. იმედი მაქვს კარგი თამაში გამოვა. რთული მეტოქეა, მაგრამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.” - განაცხადა ბრაზილიელმა ვინგერმა.
ცნობისთვის, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება 16 თებერვალს თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ