ბრაზილიური "პალმეირასის" ტალანტმა, ვილიან ესტევაო, რომლის ზედმეტსახელიც მესინიო გახლავთ, "ბარსელონაში" თამაშის სურვილი გამოხატა.
"ბარსელონას" თითქმის ყველა მატჩს ვუყურებ. ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ. იქ მოთამაშე ფეხბურთელებს ვაღმერთებ და იმედი მაქვს, რომ მათ მალე შევუერთდები.
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიად გრანდში, "ბარსელონაში" თამაში ჩემი უდიდესი ოცნებაა.
მე მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს ყურებაში გავიზარდე," - უთხრა 16 წლის ფეხბურთელმა Mundo Deportivo-ს.
მესინიო მარჯვენა გარემარბია, რომელსაც მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და შემტევ ნახევარმცველადაც. 16 წლის ბრაზილიელს "პალმეირასის" 20-წლამდელთა გუნდში ათამაშებენ, რაც მის ნიჭიერებაზე მეტყველებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში ესტევაოს 3 საგოლე მოქმედება აქვს მითვლილი. მოარული ხმების თანახმად, "ბლაუგრანა" მის განვითარებას ადევნებს თვალს.