თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი გახდა, გუნდის მიერ განხორციელებული ტრანსფერების უმეტესობა წარმატებულია. ამაში მთავარი წვლილი მატეუ ალემანის მიუძღვოდა, თუმცა, ცხადია, თავის როლს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაციც ასრულებდა.
SPORT-მა გამოამზეურა ის მეთოდი, რომლითაც "ბლაუგრანას" მესაჭე ახალწვეულებს არჩევს.
წყაროს თანახმად, ჩავი აანალიზებს ფეხბურთელების ტექნიკურ, ფიზიკურ და ტაქტიკურ უნარებს. იგი ამას მატჩებისა და ვიდეოჩანაწერების ყურებით, ისევე როგორც სხვადასხვა პლატფორმებიდან მიწოდებულ მონაცემებზე დაკვირვებით ახერხებს.
"მაესტრო" ასევე ცდილობს, რომ სამიზნეებთან კავშირზე მათი თანამემამულეების გამოყენებით გავიდეს. მაგალითად, როცა კლუბი ბენჟამინ პავარით ინტერესდებოდა, "აგენტის" როლს უსმან დემბელე ითავსებდა.
იმედი ვიქონიოთ, ჩავის მეთოდოლოგია კლუბიდან ალემანის წასვლის შემდეგაც იმუშავებს.