2 წლის და 2 თვის წინ
პირობა დაკმაყოფილდა - "ბარსამ" ფეხბურთელი გაყიდა
ავტორი
Aa
ესტანის პედროლა ამიერიდან გენუის "სამპდორიას" ფეხბურთელია, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
ახალგაზრდა ესპანელი "სამპაში" "ბარსელონადან" გახლდათ განათხოვრებული, მაგრამ იმისთვის, რომ იჯარა პერმანენტულ ტრანსფერად გარდაქმნილიყო, მას იტალიურ გუნდში 10 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. ამ ნიშნულს ესტანისმა უკვე მიაღწია.
20 წლის გარემარბის სანაცვლოდ "ბარსა" 3 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, კატალონიელები 2025 წლამდე შეინარჩუნებენ პედროლას 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას. კლუბი ასევე იბევებს მისი მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 50%-ს.
"სამპდორიას" მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში ესტანისს 3 გოლი აქვს გატანილი.
ცნობისთვის, "ბარსას" პირველ გუნდში პედროლამ სულ 10 წუთი ითამაშა. ეს 2022 წლის დასაწყისში, "მალიორკას" წინააღმდეგ მოხდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი