მესი ჩავის "ბარსას" მწვრთნელად დანიშვნაზე საუბრობს [ვიდეო]

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემა გახდა, თუ ვინ ჩაანაცვლებს ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონაში", რადგან  კლუბის ბოლო მარცხმა გულშემატკივრებში ამჟამინდელი მწვრთნელისადმი დიდი უკმაყოფილება აღძრა.

საინტერესოა, რომ ფანთა უმრავლესობას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მენეჯერად ჩავი ერნანდესის ხილვა სურთ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ესპანელს ჯერ სათანადო სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია.

ახლა კი გთავაზობთ, ინტერვიუს, სადაც ჩანს, თუ რას ფიქრობს ლიონელ მესი აღნიშნულ საკითხზე.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ჩავი ერთ დღეს "ბარსელონაში" მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნდება. ის შანსს იმსახურებს, რაც მისი შესანიშნავი ფეხბურთელობითაა განპირობებული.

 ერნანდესი გასაოცარ მენეჯერად ჩამოყალიბდება. მოთამაშეობისას მოედნიდან მთელს მატჩს სწორად აფასებდა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოედნის გვერდიდან უკეთესად შეძლებს"

დაემატეთ ბარსელონას ქართველი ქომაგების ჯგუფს

10 თვის წინ
3592 / 0
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 234
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ