logo

"ბარსელონა" კოლადოს ახალ კონტრაქტს უმზადებს

"ბარსელონა" კოლადოს ახალ კონტრაქტს უმზადებს

მადრიდული გამოცემა Marca იტყობინება, რომ "ბარსელონა" თავისი ახალგაზრდა შემტევის, ალექს კოლადოსთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.

ალექსს კატალონიელებთან ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება, თუმცა "ბლაუგრანას" მისი მინიმუმ ორი წლით გახანგრძლივება სურს.

ბუნებრივია, რომ გაუმჯობესდება ესპანელის ანაზღაურებაც.

მიმდინარე სეზონში 20 წლის თავდამსხმელს "ბარსა B"-ს რიგებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი მონაგარი ასეთია: 5 გოლი, 5 ასისტი.

ალექსის ძირითად გუნდში დებიუტი კი 25 იანვარს, "ვალენსიასთან" წაგებულ შეხვედრაშ შედგა, სადაც იგი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

2 თვის წინ
156 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1008
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ