2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონას" ეჩქარება - ითამაშებს თუ არა გუი შემდეგ მატჩს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" უკვე მუშაობს იმაზე, რომ მარკ გიუმ დონეცკის "შახტართან" თამაში შეძლოს, - იუწყება ტონი ხუანმარტი.
17 წლის შემტევი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ მოხვედრილა, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერთ" სხვა გზაც მოეპოვებათ.
კლუბს შეუძლია, რომ გიუ B განაცხადში ჩასვას, რომელიც უეფას მატჩამდე ზუსტად 24 საათით ადრე უნდა გადაეგზავნოს.
ჟერარ რომეროს ცნობით, კატალონიიურ გრანდს ამის მოსწრება არ გაუჭირდება.
მარკმა დღესაც პირველ გუნდთან ივარჯიშა, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი ჩავის განკარგულებაში დარჩება.
ცნობისთვის, "შახტარს" "ბარსელონა" ოთხშაბათს, თბილისის დროით 20:45 საათიდან დაუპირისპირდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი