2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსამ" ნეიმარზე "ალ ჰილალს" მიმართა - საგის უცნობი დეტალები
"ბარსამ" ნეიმარზე "ალ ჰილალს" მიმართა - საგის უცნობი დეტალები

კარგად გემახსოვრებათ, რომ გასული ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სატრანსფერო საგა ნეიმარ ჟუნიორსა და მის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებას შეეხებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ბრაზილიელი გარემარბი არაბულ "ალ ჰილალში" აღმოჩნდა.

ამასთან დაკავშირებით დღეს SPORT-მა საინტერესო ცნობები გაავრცელა.

წყაროს თანახმად, ზაფხულის დასაწყისში ნეიმართან პირდაპირი კონტაქტი "ბარსას" აწ უკვე სპორტულ დირექტორს, დეკოს ჰქონდა. 31 წლის თავდამსხმელს "ბლაუგრანაში' დაბრუნება ნამდვილად უნდოდა, მაგრამ "ალ ჰილალის" გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.

კატალონიური გრანდი ნეის მხოლოდ იჯარის წესით ან ძალიან მცირე თანხის სანაცვლოდ თუ დაიმატებდა. სხვათა შორის, კლუბმა "ალ ჰილალსაც" კი მიმართა, რომ ნეიმარი მათ რიგებში 1 წლით გაენათხოვრებინათ. რა თქმა უნდა, "ბარსელონამ" უარი მიიღო.

ბრაზილიელი ვარსკვლავი შესანიშნავად ხვდება, რომ უდიდესი შეცდომა 2017 წელს დაუშვა, როცა "ბარსა" დატოვა. მას იქ დაბრუნება ყოველთვის სურდა, მაგრამ არასდროს გამოუვიდა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის ერთი კვირის წინ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. იგი მოედანზე 10 თვის განმავლობაში ვერ გავა.


Facebook კომენტარები