3 წლის წინ
დეკომ ახალ სამიზნეს მიაგნო - ვის დაადგა "ბარსამ" თვალი
ავტორი
Aa
"ბარსელონა" კვლავ აგრძელებს პოტენციურ თავისუფალ აგენტებზე დაკვირვებას. როგორც ჩანს, დეკომ კიდევ ერთ კანდიდატურას მიაგნო.
SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტულმა დირექტორმა თვალი ფრანგული "ლილის" 23 წლის, ტიაგო ჯალოს დაადგა.
მაღალი და სწრაფი ჯალო ბურთის ამოტანის უნარითაც გამოირჩევა. "ლილთან" კონტრაქტი ტიაგოს მომდევნო ზაფხულს ეწურება, რაც "ბლაუგრანას" ყურადღებას იქცევს.
"სპორტინგის" აღზრდილ უკანახაზელს დეკუ სწორედ პორტუგალიიდან იცნობს. მისი რწმენით, ჯალო "ბარსასთვის" კარგი დანამატი იქნება.
"მასტიფების" მცველით მილანის "ინტერიცაა" დაინტერესებული. სხვათა შორის, პორტუგალიელი მილანში უკვე თამაშობდა, თუმცა "როსონერიში" მისი კარიერა წარმატებულად ნამდვილად არ განვითარდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი