როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 25 ოქტომბერს გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
მატჩამდე გოჩოლეიშვილმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა:
"არაჩვეულებრივი ტურნირია. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაში თამაში და მისი ჰიმნის მოსმენა იყო და მე ის უკვე ავისრულე, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში ჩემი მიზანი სწორედ ამ დონეზე მუდმივად თამაშია. ეს საუკეთესო რამ არის, რისკენაც შეიძლება ფეხბურთელი ისწრაფოდეს"
"რა თქმა უნდა, მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თითოეული თამაში და მეტოქე განსხვავებულია, "ბარსაელონა" მაინც სხვაა. ყველაზე მეტად სწორედ "ბარსასთან" დაპირისპირების მოლოდინი მქონდა"
"ბარსელონას" ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. ყოველთვის მქონდა ამ კლუბის ფორმა, ვუყურებდი მის მატჩებს და ვქომაგობდი. როდესაც გუნდს ბავშვობიდან ქომაგობ და შემდეგ შესაძლებლობა გეძლევა, მის წინააღმდეგ ითამაშო, ეს ორმაგი მოტივაციაა.
"ამჯერად კატალონიელები ჩემი მეტოქეები იქნებიან. თამაშის შემდეგ მაისურს ლევანდოვსკის სიამოვნებით გავუცვლიდი", - განაცხადა ქართელმა.