2 წლის და 2 თვის წინ
"მასხარა და პროვოკატორი" - "ბარსას" წევრმა ვინისიუსი შეურაცხყო
ავტორი
Aa
"ბარსელონას" დირექტორთა ბორდის სპიკერის მოადგილემ, მიკელ კამპსმა თავი კრიტიკის ქარცეცხლში გაიხვია.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მიკელმა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს შეურაცხყოფა მიაყენა.
"ეს რასიზმი არ არის. ის სილის გაწვნას იმსახურებს, რადგან მასხარა და პროვოკატორია.
რას წარმოადგენს ეს უაზრო დრიბლინგები, რომლებიც მოედნის ცენტრში ხორციელდება," - დაწერა კამპსმა ტვიტერზე.
მართალია, ესპანელმა ტვიტი თითქმის მომენტალურად წაშალა, მაგრამ მისი ამსახველი ფოტო მაინც მოძრაობს სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტებმა ამაზე კომენტარის გაკეთება "რეალის" კიდევ ერთ ბრაზილიელ ვარსკვლავს, როდრიგოს სთხოვეს. როდრიგომ კამპის ქმედებას სამწუხარო უწოდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი