3 წლის და 1 თვის წინ
ყველაზე ძვირადღირებული აკადემიები - რომელ ადგილზეა "ლა მასია"
ყველაზე ძვირადღირებული აკადემიები - რომელ ადგილზეა "ლა მასია"

CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიის დაკვირვებით, "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემია, იგივე "ლა მასია", მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე ძვირადღირებული აკადემიაა.

აკადემიადამთავრებულთა სატრანსფერო ღირებულებების დაჯამებამ "ბლაუგრანას" საფეხბურთო სკოლის ღირებულებად 581 მილიონი ევრო განსაზღვრა. პირველ ადგილზე ლისაბონის "ბენფიკაა" 670 მილიონი ევროთი, მეორე პოზიციაზე მყოფი "ჩელსი" კი "არწივებს" 40 მილიონი ევროთი ჩამორჩება.

TOP 5 ასე გამოიყურება:

ბენფიკა - 104 ფეხბურთელი - 670 მილიონი ევრო

ჩელსი - 68 ფეხბურთელი - 630 მილიონი ევრო

ბარსელონა - 102 ფეხბურთელი - 581 მილიონი ევრო

აიაქსი - 114 ფეხბურთელი - 555 მილიონი ევრო

მანჩესტერ სიტი - 81 ფეხბურთელი - 510 მილიონი ევრო

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" აკადემიას ისეთი დიდი ფეხბურთელები აღუზრდია, როგორებიც ლეო მესი, ჩავი ერნანდესი, კარლეს პუიოლი, სერხიო ბუსკეტსი და სხვები არიან. თანამედროვე "ბარსაში" "ლა მასიის" ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები პაბლო გავი და ალეხანდრო ბალდე არიან.


Facebook კომენტარები