2 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია: შეძლებს თუ არა ფელიქსი "კლასიკოში" თამაშს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" პორტუგალიელ თავდამსხმელს, ჟოაუ ფელიქსს დონეცკის "შახტართან" გამართული მატჩის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
23 წლის თავდამსხმელი თამაშს ტრავმის გამო, 75-ე წუთზე გამოეთიშა, მის ნაცვლად კი მინდორზე მარკ გიუ შევიდა. ფელიქსი აშკარად სერიოზულ ტკივილს გრძნობდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სანერვიულო არაფერია.
"კარგად ვარ! უბრალო დარტყმა იყო. მომდევნო მატჩისთვის ვემზადები," - დაწერა ჟოაუმ ინსტაგრამზე.
ფელიქსი რომ 28 ოქტომბერს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, დაადასტურა ჩავიმაც:
"ჟოაუ ფელიქსს ტრავმა არ მიუღია. მისი "კლასიკოში" თამაში პრობლემა არ იქნება."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა თავი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი