1 წლის და 10 თვის წინ

"კლასიკომდე" 2 დღეა - ვინ მიიღო დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა

ავტორი
Aa
"ბარსელონას" დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა რაფინიამაც მიიღო.
Relevo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა გარემარბი სესიის ნახევრის განმავლობაში დაიტვირთა. შანსი იმისა, რომ მან "რეალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მიიღოს მონაწილეობა, ნამდვილად არსებობს.
რაც შეეხებათ სხვა ტრავმირებულებს, რობერტ ლევანდოვსკი, პედრი, ფრენკი დე იონგი და სერხი რობერტო კვლავ ინდივიდუალურად აგრძელებენ ვარჯიშს.
თუ რომელიმე მათგანი ხვალინდელ ვარჯიშზე გუნდს შეუერთდება, მათი "კლასიკოში" ხილვის ალბათობაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" და "რეალი" ერთმანეთს 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათიდან დაუპირისპირდებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 დღის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და 18 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 4 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 4 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში