3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსას" დღევანდელი მატჩიდან 4 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია
ავტორი
Aa
"ბარსელონას" "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი მატჩიდან 4 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია, - იუწყება როხერ ტორელო.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის თქმით, პრემიერლიგურ გრანდთან შეხვედრამ ბარსელონაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქალაქი "ემიუსთან" შესახვედრად ემზადება.
კატალონიაში ჩასულნი არიან "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებიც, თუმცა ყველა მათგანი "კამპ ნოუზე" ვერ მოხვდება.
"ბარსამ" ყველაფერი გააკეთა, რათა გასულ სეზონში "აინტრახტთან" მატჩში მომხდარი ფაქტი, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სტადიონზე მეტოქე გუნდის ქომაგთა რაოდენობა მოსალოდნელზე გაცილებით დიდი გახლდათ, აღარ განმეურებოლიყო.
მანჩესტერელებს სულ 4255 ბილეთი გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი