როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი, ჩავი ერნანდესი რამდენიმე აქტუალურ საკითხს შეეხო. გთავაზობთ "მაესტროს" ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"დე იონგი და ლევანდოვსკი? თუ 100%-ით მზად იქნებიან, უპრობლემოდ ითამაშებენ."
"დარწმუნებული ვარ, რომ ფანები ხვალ გვერდით დაგვიდგებიან. ისინი ყოველთვის გვგულშემატკივრობენ."
"ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ექსპერიმენტებს არ განვახორციელებთ. ვეცდებით, რომ მატჩის მიმდინარეობა ვაკონტროლოთ და ისე ვითამაშოთ, როგორც გვჩვევია."
"ორიოლ რომეუ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, ხვალ განსაკუთრებულად ფოკუსირებული უნდა იყოს. "რეალი" კონტრშეტევებზე მომაკვდინებელია, ამიტომ ყურადღებით ყოფნა გვჭირდება."
"ჟოაუ ფელიქსი? არ ვფიქრობ, რომ ის ან 9 ნომერია ან შემტევი ნახევარმცველი. მას უფრო მეორე თავდამსხმელად ვხედავ, რომელსაც თავისუფლება მიეცემა, რათა მომენტები შექმნას."
"კლასიკო" ყოველთვის გამორჩეულია. შენ ყოველთვის მეტად ნერვიულობ და მოგების სურვილიც გაცილებით დიდია."
"როგორ გავაჩერებთ ვინისიუსს? საქმე მხოლოდ ვინისიუსში არ არის. "რეალს" კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, როგორებიც არიან ბელინგემი, ვალვერდე, როდრიგო... ეს ძალიან ძლიერი გუნდია."
"ვინ შეცვლის ხვალ ლევანდოვსკის, თუ იგი თამაშს ვერ შეძლებს? არ გეტყვით. ამის თქმა ჩემგან ჭკვიანური ქმედება ნამდვილად არ იქნებოდა."
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ჯახი ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.