2 წლის და 2 თვის წინ
ითამაშებს თუ არა კუნდე "რეალთან" - ურთიერთგამომრიცხავი ცნობები
ავტორი
Aa
ჟიულ კუნდემ ჩავის შეატყობინა, რომ "ელ კლასიკოში" თამაში სურს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო.
ფრანგ მცველს "პორტუსთან" მიღებული ტრავმის გამო 5 კვირა უნდა გამოეტოვებინა. აქიდან 3 უკვე გავიდა, მისი რეაბილიტაციის ტემპი კი "ბლაუგრანაში" ოპტიმიზმით აღავსებთ.
მაშასადამე, პოლო გვარწმუნებს, რომ კუნდეს "რეალის" წინააღმდეგ თამაში გამორიცხული არაა.
არადა, Diario AS-ის ჟურნალისტს, ხავი მიგელს თუ დავუჯერებთ, 23 წლის ფრანგი "სამეფო კლუბთან" დაპირისპირებას ვერ შეძლებს. იგიგე ითქმის პედრი გონსალესზეც.
შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "რეალის" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი