ტელეშისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენტი გამოუჩნდა

ტელეშისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენტი გამოუჩნდა

ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, რომ "პორტოს" განაპირა მცველ ალექს ტელეშისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენციას ლონდონის "ჩელსი" გაუწევს.

წყაროს თანახმად, "ლურჯებს" "ლესტერის" ფლანგელის, ბელ ჩიუელის დამატება სურდათ, თუმცა ინგლისელის მაღალმა ფასმა "არისტოკრატებს" გეგმის შეცვლა აიძულა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონელები ასევე ინტერესდებიან ჯდერ კიდევ "ბარსას" საკუთრებაში მყოფი ესპანელი უნივერსალით, მარკ კუკურელიათი.

ტელეშს "დრაკონების" მაისურით მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 9 ასისტი აქვს შესრულებული, რაც განაპირა მცველისთვის ზღაპრული მაჩვენებელია.

8 თვის წინ
463 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 159
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ