logo

"ბარსელონაში" აზრთა სხვადასხვაობაა - ვითარება რთულდება

"ბარსელონაში" აზრთა სხვადასხვაობაა - ვითარება რთულდება

გუშინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაახლოებით 70%-ით შემცირებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო ტურნირების შეჩერების გამო "ბლაუგრანამ", ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა კლუბმა, დიდი ფინანსური ზარალი მიიღო, რის აღმოფხვრასაც ხელმძღვანელობა წელზე ქამრების შემოჭერით აპირებს.

ახლა კი ესპანურმა Sport-მა გვამცნო, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მოთამაშეების აზრი ამ საკითხზე სამადაა გაყოფილი.

ერთ ჯგუფს უბრალოდ ვერ გაუგია, თუ რატომ უნდა შეიმციროს ხელფასები იმ კრიზისის გამო, რომელიც კლუბის შეფობის არასწორმა ფინანსურმა პოლიტიკამ განაპირობა.

მეორე ნაწილს, და წყაროს თანახმად, მათ შორის არიან "ბარსას" ლიდერები - ლიონელ მესი, ხერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი, მიაჩნია, რომ ანაზღაურების დროებითი შეკვეცა გონივრული გადაწყვეტილებაა და ამას არ ეწინააღმდეგება.

დანარჩენებს კი ჯერჯერობით ნეიტრალური პოზიცია უკავიათ და ელოდებიან, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები "ბარსელონასა" და ლა ლიგის ბოსობას შორის, რის შემდეგადაც გაირკვევა, თუ როგორ დაიძლევა შექმნილი ვითარება.

ასეა თუ ისე, საფეხბურთო სეზონს განახლების პირი ჯერ კიდევ არ უჩანს, ამიტომ აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულად მიიჩნევა.

2 თვის წინ
361 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ