logo

ბართომეუს ტრანსფერი სურს, მესი წინააღმდეგია

ბართომეუს ტრანსფერი სურს, მესი წინააღმდეგია

ესპანურ პრესაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონას" რადარზე მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" 27 წლის თავდამსხმელი, ალასან პლეა გამოჩნდა.

Don Balon-ის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ამ ფეხბურთელს ძალიან კარგი თვალით უყურებს.

წყაროს თანახმად, ამა წლის იანვარში "ბლაუგრანამ" "გლადბახს" პლეას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, რადგან გერმანელებს შუა სეზონში თავიანთი ლიდერის დაკარგვა არ სურდათ.

მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული, ზაფხულში მიუნხენგლადბახელებმა წინადადება მიიღონ.

Don Balon იმასაც ამატებს, რომ პლეას დამატებას სასტიკად ეწინააღმდეგება "ბარსას" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელსაც ალასანის კვალიფიციურობაში ეჭვი ეპარება.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში პლეას მონაგარი შემდეგნაირია - 8 გოლი, 7 ასისტი. 

6 თვის წინ
1226 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ