2 წლის და 6 თვის წინ
როდისთვის ვარაუდობენ პედრისა და დე იონგის დაბრუნებას - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ფრენკი დე იონგი და პედრი გონსალესი რამდენიმე მატჩია, რაც ტრავმირებულნი არიან.
მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოცემა "Sport"-ი ახალ ცნობებს ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი ჩავი ერნანდესი მათ დაბრუნებას "სოსიედადთან" შეხვედრისთვის ვარაუდობს.
როგორც ირკვევა, ორივე ფეხბურთელი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულნი არიან.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული დაპირისპირება 4 ნოემბერს შედგება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ