logo

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვადები იცვლება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვადები იცვლება

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს.

კრიზისულ მდგომარეობაში არიან საფეხბურთო კლუბებიც, რომლებმაც შეჩერებული ტურნირების გამო უდიდესი ფინანსური ზიანი განიცადეს.

ამ ფონზე ექსპერტები უკვე ღიად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარზე მეგატრანსფერებს ვერ ვიხილავთ, რადგან გუნდები ამის სახსრებს ფიზიკურად ვერ გამონახავენ.

დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც ფიფა სატრანსფერო ფანჯრის 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივების ვარიანტს განიხილავს.

გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში კლუბები ფინანსურადაც მოითქვამენ სულს, საფეხბურთო სეზონის ივლისამდე გაგრძელების გამო ტრანსფერების თანმდევი უხერხულობაც აღარ შეიქმნა.

ფიფა კლუბებთან მოლაპარაკებებს უახლოეს ხანებში დაიწყებს.

4 დღის წინ
208 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ