2 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია: რა უთხრა ჩავიმ ფეხბურთელებს "კლასიკოს" შემდეგ
ავტორი
Aa
Diario As-ის ჟურნალისტმა, ხავი მიგელმა, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის გარემოცვასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, ჩავი ერნანდესის მიერ "ელ კლასიკოს" შემდეგ, თავისი ფეხბურთელებისთვის ნათქვამი სიტყვები გაამჟღავნა.
"თქვენ თქვენი გაწეული სამუშაოთი უნდა ამაყობდეთ. დამიჯერეთ, თუ ასე ვითამაშებთ, ლა ლიგას მოვიგებთ.
"რეალზე" გაცილებით უკეთესები ვიყავით და მათ შეხვედრის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ვჯობდით, მერე კი ორი დარტყმით მოგვიგეს.
60 წუთის მანძილზე მათ გადავუარეთ," - უთქვამს ჩავის თავისი შეგირდებისთვის.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" მატჩი ანგარიშით 1:2 წააგო. კატალონიური გრანდი "სამეფო კლუბს" ლა ლიგის ცხრილში 4 ქულით ჩამორჩება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი