2 წლის და 2 თვის წინ
ვინ შეუერთდება კაპიტნების ოთხეულს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სერხი რობერტო "ბარსელონაში" თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს.
სერხის წასვლა იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" კაპიტნების ოთხეულს ახალი წევრი ეყოლება.
Diario sport-ის ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეოთხე კაპიტნის სტატუსს პაბლო გავი მიიღებს.
ესპანელი ნახევარმცველი მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა გასახდელში სიტყვა უკვე ეთქმის. იგი თავისი აზრის გამოხატვას მასზე გაცილებით უფროს ფეხბურთელებთანაც არ ერიდება.
პაბლოს უპირატესობაა ისიც, რომ იგი ტრავმას ძალიან იშვიათად იღებს.
ცნობისთვის, "ბარსას" კაპიტანთა ოთხეულს ახლა სერხი რობერტო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფრენკი დე იონგი და რონალდ არაუხო შეადგენენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი