logo

როდის გაუშვა "ბარსამ" მწვრთნელი ბოლოს შუა სეზონში

როდის გაუშვა "ბარსამ" მწვრთნელი ბოლოს შუა სეზონში

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე თანამდებობას დაუყონებლივ დატოვებდა, თუმცა ეს ინფორმაცია ბორდის წევრებმა უარყვეს.

საინტერესოა, რომ ბოლო ფაქტი, როცა კატალონიელებმა თავკაცი შუა სეზონში დაითხოვეს, 2003 წელს დაფიქსირდა. იანვარში "ბარსამ" ვიგოს "სელტასთან" მარცხი განიცადა - 0:2, რის შედეგადაც ლა ლიგის ცხრილში მეთორმეტე ადგილამდე დაქვეითდა. ამ წაგებას ლუი ვან გაალის დათხოვნა მოყვა.

ნათელია, რომ "ბარსას" ამ მომენტისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს ყველა ტურნირზე, რაც ვალვერდეს გაშვების შანსს კიდევ უფრო ამცირებს.


დაემატეთ "ბარსელონას" ქართველი ქომაგების ჯგუფში


4 თვის წინ
605 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ