2 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია: რა თანხა გამოიმუშავა "ბარსამ" "კლასიკოდან"
ცნობილია: რა თანხა გამოიმუშავა "ბარსამ" "კლასიკოდან"

"ბარსელონას" მადრიდის "რეალთან" სეზონში პირველი მატჩი მარცხით დაუმთავრდა, თუმცა კატალონიურმა გრანდმა გასული მატჩით ფინანსური სარგებელი მაინც ნახა.

Diario ARA-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "ელ კლასიკოთი" 7 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

ამ თანხის ყველაზე დიდი წილი VIP ადგილებზე მოდის

სხვათა შორის, "ესტადი ოლიმპიკ ლუის დე კომპანისზე" რეკორდიც დამყარდა. ჩავისა და კარლო ანჩელოტის გუნდების დაპირისპირებას 50 ათასამდე ადამიანი დაესწრო. მსგავსი დასწრება ამ სტადიონს აქამდე არასდროს უნახავს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა სტუმრებმა, ანგარიშით 1:2 მოიგეს.


Facebook კომენტარები