2 წლის და 9 თვის წინ
რომელ ადგილზე გავიდნენ გიუნდოგანი და ლევანდოვსკი ოქროს ბურთის ფინალისტებს შორის
ავტორი
Aa
France Football-ი უკვე შეუდგა 2023 წლის ოქროს ბურთის ფინალისტთა ადგილების მიხედვით დასახელებას.
რამდენიმე წამის წინ ფრანგულმა გამოცემამ მე-14 ადგილზე გასული ფეხბურთელი გვამცნო და იგი "ბარსელონას" ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანია.
მალევე შევიტყვეთ ისიც, რომ მე-12 პოზიცია დაიკავა რობერტ ლევანდოვსკიმ.
გერმანელი შუახაზელითა და პოლონელი თავდამსხმელით "ბლაუგრანას" წარმომადგენელთა სია 30 ფინალისტს შორის, ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ ილქაიმ, "მანჩესტერ სიტისთან" ერთად, გასულ სეზონში ტრიპლეტი მოიგო და 3-ვე ტრიუმფში ერთ-ერთი საკვანძო როლი ითამაშა.
რაც შეეხება რობერტს, მან ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის თასები აღმართა, ინდივიდუალურ დონეზე კი პიჩიჩის ჯილდო მოიგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი