2 წლის და 6 თვის წინ
კოპას ჯილდო ბელინგემს დარჩა - პედრი მე-3-ზე გავიდა
ავტორი
Aa
France Football-ის გალადაჯილდოებაზე 2023 წლის კოპას ჯილდოს მფლობელი დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ პრიზს 21-წლამდე ფეხბურთელები იღებენ ხოლმე.
წლევანდელ ტრიუმფატორად მადრიდის "რეალის" ინგლისელი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი დასახელდა.
"ბარსელონას" მხრიდან ნომინირებულნი იყვნენ პედრი (მე-3 ადგილი), პაბლო გავი (მე-5 ადგილი) და ალეხანდრო ბალდე (მე-7 ადგილი).
აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის კოპას ჯილდო სწორედ პედრი გონსალესს აქვს მოგებული, ხოლო 2022 წლის ჯილდო - პაბლო გავის.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ