2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონას" ქალთა გუნდი აღიარეს - ლაპორტა სცენაზეა
"ბარსელონას" ქალთა გუნდი აღიარეს - ლაპორტა სცენაზეა

"ბარსელონას" ქალთა გუნდი France Football-ის დაჯილდოების ცერემონიალზე 2023 წლის საუკეთესო ქალთა გუნდად აღიარეს.

გასულ სეზონში "ბარსა ფემენიმ" ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. კატალონიელებმა სეზონი ტრიპლეტით დაასრულეს.

პრიზი გუნდის მთავარ ვარსკვლავ ალესია პუტელიასთან ერთად, კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამაც ჩაიბარა.

"უზომოდ ბედნიერები ვართ. "ბარსელონას" სახელით მადლობას ვუხდი L'Equipe-ს ჩვენი საუკეთესო ქალთა გუნდად დასახელებისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა, რათა ჩვენი ქალთა გუნდი ამ დონეზე ასულიყო," - ეს პრეზიდენტის სიტყვებია.


Facebook კომენტარები