logo

"ბარსელონას" კაპიტნების პასუხი ბართომეუს

"ბარსელონას" კაპიტნების პასუხი ბართომეუს

ესპანურ პრესაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კოვიდ 19-ის გამო მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებით გეგმავს.

დასახელდა კონკრეტული ციფრიც, რომ "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მოთამაშეებს თავიანთი ანაზღაურების 70%-ით შემცირება სთხოვა.

ახლა კი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნებმა - ლიონელ მესიმ, სერხიო ბუსკეტსმა, ხერარდ პიკემ და სერხი რობერტომ ბართომეუს ეს ინიციატივა უარით გაისტუმრეს.

წყარო ამატებს, რომ ბართომეუ მოთამაშეებთან მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებს და შეეცდება, რომ ხელფასების მცირედით შემცირებაზე მაინც დაითანხმოს, რადგან ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სხვა ხერხი ჯერ არ ჩანს

5 თვის წინ
1254 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ