Franfe Football-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლისას ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ "ბარსელონას" გულშემატკივრებთან განსაკუთრებულ დამშვიდობებას ისურვებდა. Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, ლეოს ამ სიტყვებმა "ბლაუგრანაში" დიდი სიხარული გამოიწვია.
კატალონიურ გრანდში უნდათ, არგენტინელი მეგავარსკვლავის საპატივსაცემო მატჩი განახლებულ "კამპ ნოუზე" ჩაატარონ.
საორიენტაციო თარიღად 2024 წლის ნოემბერი განიხილება.
იმ დროისთვის "კამპ ნოუზე" ადგილების 60% იქნება ფანებისთვის ხელმისაწვდომი.
განახლებული "კამპ ნოუ" სრულად 2026 წელს გაიხსნება, რაც შორეულ მომავლად მოჩანს. რა თქმა უნდა, "ბარსაში" არ სურთ, რომ ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელის ალოდინონ.
MD იმასაც გვახსენებს, რომ მესის "ბარსაში" ტექნიკური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის სურვილი არაერთხელ გამოუხატავს. "ლა პულგას" კლუბში საფეხბურთო ტალანტის მიზიდვის განსაკუთრებული უნარი ექნება.
ლეო ამჟამად "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავს. ფლორიდელებისთვის ახალი სეზონი თებერვლიდან დაიწყება.