2 წლის და 2 თვის წინ
დე იონგი ბრუნდება - რა დრო დაეთმობა ფრენკის "სოსიედადთან"
დე იონგი ბრუნდება - რა დრო დაეთმობა ფრენკის "სოსიედადთან"

ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" უბრუნდება, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.

წყაროს თანახმად, ნიდერლანდელი ნახევარმცველი "რეალ სოსიედადთან" მატჩში ითამაშებს.

"ბლაუგრანაში" გეგმავენ, რომ დე იონგს ბასკების წინააღმდეგ 20 წუთი დაეთმოს.

26 წლის ვარსკვლავს ბევრი მადრიდის "რეალთან" შეხვედრაშიც ელოდა, თუმცა კლუბში მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" და "სოსიედადი" ერთმანეთს შაბათს, თბილისის დროით 23:55 საათიდან შეხვდებიან.


Facebook კომენტარები